Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710736&print=yes&view=jobs
 
მძღოლ-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლ-ექსპედიტორი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე
მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ლილოს დასახლება;
** ანაზღაურება: 1800 ხელზე ასაღები თანხა;
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 07:00-16:00, შაბათი 07:00-12:00;
** ოფისში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** დადგენილი მარშრუტის შესაბამისად გამზადებული შეკვეთისა და დოკუმენტაციის ადრესატამდე მიტანა;
** დოკუმენტაციის მყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელმოწერისა და ბეჭდის დაფიქსირების უზრუნველყოფა და დოკუმენტაციის (კომპანიის ეგზემპლარების)კომპანიაში დაბრუნება;
** მყიდველი ორგანიზაციების მიერ დაბრუნებული პროდუქციისა და დოკუმენტაციის მიტანა პროდუქციის მიღების განყოფილებაში;
** სამაცივრე ყუთების ტემპერატურის კონტროლი;
** სამაცივრე პროდუქციის შესაბამის რეჟიმში ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** გაკონტროლებული/შეფუთული პროდუქციის ტრანსპორტში დალაგებაზე მონაწილეობის მიღება;

სამსახურში მოსვლას უზრუნველყოფს კომპანია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B, C კატეგორიის მართვის მოწმობა

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანობა,
** ტაქტის გრძნობა;
** დისციპლინირებულობა,
** პუნქტუალობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე hr@psp.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995511534982

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ასევე, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, შეგიძლიათ,
მიჰყევით ბმულს: http://vacancy.psp.ge/

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 3 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია