|
დასახელება:
გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
Electro Service
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
Electro Service LTD არის ელექტრო-საინჟინრო და სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც საქართველოში 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია არის Legrand-ის მაღალი ხარისხის ევროპული ელექტრო პროდუქციის პირველი ოფიციალურ იმპორტიორი.
ლოკაცია: თბილისი, მირზა გელოვანის ქ. #3
პოზიციის აღწერა:
კომპანია ეძებს გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც უზრუნველყოფს გაყიდვების ზრდას, ახალი კლიენტების მოძიებასა და არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაციას. პოზიცია ითვალისწინებს კლიენტებთან აქტიურ კომუნიკაციას ტელეფონისა და ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრებს ადგილზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია
** სამშენებლო კომპანიებთან, დეველოპერებთან, ინტერიერის დიზაინერებთან და საცალო კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება/განვითარება
** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზებების მომზადება
** ახალი გაყიდვების შესაძლებლობების იდენტიფიცირება
** კლიენტებთან ურთიერთობის მართვა და შემდგომი კომუნიკაცია
მოთხოვნები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** მაღალ სამუშაო ტემპში მუშაობის უნარი (ხშირი ზარების განხორციელება)
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** MS Excel და PowerPoint-ის საბაზისო ცოდნა
** ახალი პროდუქტების და მათი ტექნიკური მონაცემების შესწავლის უნარი
** ახალი გამოცდილებებისადმი მზაობა და პასუხისმგებლიანობა
** სასურველია გაყიდვების გამოცდილება
** სრული განაკვეთი (10:00-17:00 საათი)
ჩვენ გთავაზობთ:
** სამთვიან ანაზღაურებად გამოსაცდელ პერიოდს
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + საკომისიო სისტემას (გამოსაცდელ პერიოდში ფიქსირებული ანაზღაურებაა 600-700 ლარი, რომელიც სამთვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ გაიზრდება)
** ჩვენს სფეროში ტრენინგს
** პროფესიული განვითარებისა შესაძლებლობას
** მშვიდ, სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
** სტუდენტობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესში ხელშეწყობას
** უფასო ყავას
განაცხადის წესი:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და 100 სიტყვიანი სამოტივაციო წერილი ელ. ფოსტაზე: alexandre@electroservice.com.ge
|
|
|
|