Робота для біженців з України
ნარკოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ნარკოლოგი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ნარკოლოგის პოზიციაზე.

გახდი ჩვენი გუნდის წევრი!

სამუშაო გრაფიკი: გამოძახებები (on-call).
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება, სახელმწიფო სერტიფიკატი ნარკოლოგიაში;
** ნარკოდამოკიდებულ პაციენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ნარკოდამოკიდებული პაციენტების კონსულტაცია, დიაგნოსტიკა და შეფასება;
** მკურნალობის გეგმის შემუშავება და მონიტორინგი;
** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** შიდა პროტოკოლების დაცვა.

პიროვნული თვისებები:

** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გულისხმიერება;
** აკურატულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 26.04.2026-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე