Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ბუღალტერიის მიმართულებით
მომწოდებელი: ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
შპს "ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტერიის მიმართულებით.

სექტორი: საბუღალტრო მომსახურება
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის ქ#1
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი 9:00 - 18:00.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება;
** ელექტრონული ზედნადებებისა და ფაქტურების ატვირთვა;
** პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** შემოსავლების სამსახურის და სტატისტიკის ვებ-გვერდზე მუშაობა;
** დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა;
** სხვა ანგარიშების მომზადება ან დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო თეორიული ნაწილის სიღრმისეული ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** 1+ წლიანი მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინტერნეტ ბანკთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამა "FMG"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოწესრიგებულობა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე nbarbakadze@abs.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 25 აპრილისა.

გთხოვთ:

** მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
** CV-ს სახელწოდებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
** CV-ში დაამატოთ თქვენი სურათი.

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.

გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე