Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710651&print=yes&view=jobs
 
აღწერების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღწერების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, სფეროში ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს 12 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ან ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge/

ბარაქაში ვაცხადებთ ვაკანსიას - აღწერების მენეჯერის პოზიციაზე.

კანდიდატი აუცილებელია ფლობდეს მსუბუქ ავტო-მანქანას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონალურ მაღაზიებში და საწყობებში მარაგების მონიტორინგი და ანალიზი;
** საქონლის მარაგების ნაშთების მონიტორინგი და შესაბამისი ჩანაწერების განხორციელება;
** მაღაზიებში და საწყობებში პროდუქციის მარაგების მართვა და ყოველთვიური აღწერების ჩატარება;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა (150 ლარი)
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
** ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: 1500 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@baraka.ge. "Subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება აღწერების მენეჯერი.

შეტყობინება: "ბარაქა" (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

"ბარაქა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია