|
დასახელება:
პოს ტექნიკოსი
|
| მომწოდებელი:
ჯორჯიან ქარდი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას პოს-ტექნიკოსის თანამდებობაზე - აჭარის რეგიონში.
ძირითადი მოვალეობები:
** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტზე
** ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** ხარვეზების აღმოფხვრა
** მომსახურე პერსონალის ტრენინგი
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა - სავალდებულო;
** ავტომობილის ფლობა - სავალდებულო
უნარები:
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი.
სამუშაო საათები 10:00 - 20:00, ცვლების მიხედვით, კვირაში არაუმეტეს 40 საათი;
დასვენების დღე: 1 სრული და 1 ნახევარი დღე.
სამუშაო სრულდება დასაქმებულის კუთვნილი ავტომობილით და საწვავით უზრუნველყოფს კომპანია.
ანაზღაურება: ხელფასი 1000 ₾ ხელზე, ბონუსი 300 ₾ ხელზე, ავტომობილის იჯარის თანხა 240 ლარი ხელზე.
საგამოცდო ვადა: 6 თვე, გამოსაცდელი ვადის შემდეგ გათვალისწინებულია ხელფასის ზრდა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@gc.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "პოსტექნიკოსი-აჭარა").
|
|
|
|