Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710625&print=yes&view=jobs
 
სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის თანამდებობაზე.

ჩვენ ვართ ახლად შექმნილი, სწრაფად განვითარებადი კომპანია სამშენებლო და სარემონტო სფეროში, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე, თანამედროვე სტანდარტებზე და კლიენტთან ეფექტურ კომუნიკაციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და კრეატიულ გუნდის წევრს, რომელიც შექმნის და განავითარებს ჩვენს ციფრულ იმიჯს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, TikTok, Telegram) შექმნა, მართვა და განვითარება;
** კონტენტ სტრატეგიის ნულიდან დაგეგმვა და ბრენდის ტონის/სტილის ჩამოყალიბება;
** ყოველდღიური კონტენტის შექმნა და განთავსება (ფოტო, ვიდეო, რილსები, სტორიები);
** ობიექტებზე (მიმდინარე რემონტი/მშენებლობა) ვიზუალური მასალის გადაღება და პროცესის ასახვა;
** "before/after", პროცესის, დეტალების და შედეგების ეფექტურად წარმოჩენა;
** ქოფირაითინგი — პოსტების, აღწერების და რეკლამების ტექსტების დაწერა;
** ბრენდის მასალების ადაპტაცია ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებზე;
** მარტივი გრაფიკული დიზაინის შექმნა (ბანერები, პოსტები, სტორიები);
** გადაღებების დაგეგმვა, ლოკაციაზე კოორდინაცია და კრეატიული კონცეფციების რეალიზაცია;
** სოციალური მედიის ტენდენციების მონიტორინგი და მათი პრაქტიკაში გამოყენება;
** აუდიტორიასთან კომუნიკაცია (კომენტარები, შეტყობინებები) და ჩართულობის ზრდა.

მოთხოვნები / უნარები:

** გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში ან კონტენტის შექმნაში;
** პრაქტიკული უნარები ფოტო/ვიდეო გადაღებასა და მონტაჟში (მობილურით ან კამერით);
** საბაზისო ცოდნა დიზაინერულ პროგრამებში (Canva, Photoshop ან სხვა);
** კრეატიული ხედვა და უნარი "მშენებლობის პროცესის" საინტერესო კონტენტად გარდაქმნის;
** ორგანიზებულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ინტერესი სამშენებლო/სარემონტო სფეროს მიმართ;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (რუსული და ინგლისური — სასურველია).

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას, ნულიდან შექმნა და განავითარო კომპანიის ბრენდი;
** მოქნილ და მზარდ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით).

საკონტაქტო: mt.websmart@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია