Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710624&print=yes&view=jobs
 
რითეილის და მერჩენდაიზინგის ოპერაციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რითეილის და მერჩენდაიზინგის ოპერაციული მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას რითეილის და მერჩენდაიზინგის ოპერაციული მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტების ქსელის ოპერაციული პროცესების მართვა და კონტროლი
** მერჩენდაიზინგის სტანდარტების დანერგვა და მონიტორინგი ყველა ობიექტში
** პროდუქციის სწორად განთავსებისა და თაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება
** მიმდინარე სარეკლამო აქციების მართვა, შესრულების კონტროლი და ეფექტიანობის ანალიზი
** ახალი აქციებისა და კამპანიების დაგეგმვა (ფასდაკლებები, სპეციალური შეთავაზებები და სხვ.)
** მარაგების მართვის პროცესების კონტროლი (მარაგის დონე, ნაკლებობის მართვა)
** ფილიალებთან აქტიური კომუნიკაცია და ოპერაციული პროცესების მუდმივი გაუმჯობესება
** ოპერაციული და კომერციული KPI-ების მონიტორინგი და ანალიზი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** რითეილის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია სუპერმარკეტების ქსელში)
** მერჩენდაიზინგის პრაქტიკული გამოცდილება
** სარეკლამო აქციებისა და კამპანიების დაგეგმვის გამოცდილება
** ოპერაციული პროცესების მართვის გამოცდილება
** გაყიდვების ანალიზისა და მონაცემებთან მუშაობის უნარი
** MS Excel-ის კარგი ცოდნა
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** ძლიერი ორგანიზაციული და საკომუნიკაციო უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** შედეგებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას
** ბენეფიტებს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს
** დინამიურ და ზრდაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს

თუ მიგაჩნიათ, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: vacancyhr1414@yahoo.com — სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "რითეილის და მერჩენდაიზინგის ოპერაციული მენეჯერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გმადლობთ, ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია