Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710553&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი, საქმისწარმოების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი, საქმისწარმოების მენეჯერი
მომწოდებელი: დავით ტვილდიანის სახელობის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
შპს "დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერისა და საქმისწარმოების მენეჯერის პოზიციებზე (პოზიციები გამოცხადებულია ნახევარ განაკვეთზე და შეთავსებით).

ფუნქცია-მოვალეობები ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის პოზიციაზე:

** დაწესებულებაში მოქმედი პერსონალის მართვის პოლიტიკის განხორციელება და იმპლემენტაცია
** თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, მართვა და შენახვა
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, რეესტრების წარმოება და პერიოდული განახლება
** ბრძანებების (საკადრო, საშვებულებო, საორგანიზაციო) გაფორმება
** თანამშრომელთა დოკუმენტაციის არქივაცია, აღრიცხვა და პერიოდული განახლება
** ვაკანსიების გამოცხადება, მათი პერიოდული განახლება, შემოსული აპლიკაციების გადარჩევა/დაჯგუფება და გასაუბრების დაგეგმვა
** თანამშრომელთა საჭიროებებსა და შეკითხვებზე დროული რეაგირება
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ადამიანური რესურსების მიმართულებით ან მომიჯნავე დარგში)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილებას)
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

ფუნქცია-მოვალეობები — საქმის წარმოების მენეჯერის პოზიციაზე:

** კოლეჯში მოქმედი საქმის წარმოების მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად მუშაობა და ერთიანი წესების დაცვა
** შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაციისთვის მომზადება (გარეგანი დათვალიერება, ადრესატის სიზუსტის შემოწმება, არასამუშაო დროს შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა)
** გასული კორესპონდენციის ოფიციალურ დოკუმენტებზე სწორი დატანა, ადრესატისა და გამგზავნის მონაცემებისა და რეკვიზიტების შემოწმება
** დეპარტამენტის რეზოლუციის შესაბამისად შემოსული კორესპონდენციის განაწილება
** დოკუმენტაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საძიებო სისტემის შექმნა
** დოკუმენტაციის დახარისხება და არქივაცია საქართველოს კანონმდებლობისა და ეროვნული არქივის სტანდარტების შესაბამისად
** გასანადგურებელი დოკუმენტაციის შესახებ წინადადებების მომზადება და დირექტორისთვის წარდგენა
** საჭიროების შემთხვევაში მუდმივად შესანახი დოკუმენტების ეროვნულ არქივში გადაცემის ორგანიზება
** პროფესიული სტუდენტების მიღების პერიოდში წარდგენილი დოკუმენტაციის შენახვა და შესაბამისი პროცედურების განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილებას)
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა
** სასურველია EFLOW-ში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება გამოცდილ კანდიდატებს)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00
** სამუშაო ადგილი: ა. წერეთლის #121
** ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:.hr@college.dtmu.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია