|
დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი/მძღოლი
|
| მომწოდებელი:
IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერი/მძღოლის პოზიციაზე.
"საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი" წარმატებით ოპერირებს ბაზარზე 2017 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს დაზღვევის მიმართულებით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ საიტზე: https://igg.ge/
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი და პრემიები დატვირთვის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული მარაგების აღრიცხვა
** დავალების შესაბამისად სამეურნეო, ტექნიკური, შესყიდვები
** ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესი
** კომპანიის ფილიალების საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** მცირე სახის ტექნიკური სამუშაოების შესრულება
** კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისის ფარგლებში და რეგიონებში
** კომპანიის ავტომობილების მეთვალყურეობა (ტექ. გამართულობის უზრუნველყოფა)
** უშუალო უფროსების სხვადასხვა მითითების შესრულება
** სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად.
განათლება და გამოცდილება:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** ტექნიკური ცოდნა
აუცილებელი უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@myigg.ge
|
|
|
|