Робота для біженців з України
სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: კლინიკა ნიუმედი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
კლინიკა "ნიუმედი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო-ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

კლინიკა "ნიუმედი" ფუნქციონირებს 2018 წლიდან და არის თანამედროვე მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, რომელიც პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტიკურ, ამბულატორიულ და სხვადასხვა სპეციალიზირებულ სამედიცინო მომსახურებას.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული მარაგების აღრიცხვისა და განაწილების პროცესის კონტროლი;
** სამეურნეო, ტექნიკური, საკანცელარიო და სხვა სახის შესყიდვების მოთხოვნის ანალიზში მონაწილეობის მიღება;
** ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესის კონტროლი;
** კომპანიაში არსებული ინვენტარის მეთვალყურეობაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის სერვის ცენტრებისთვის საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** საწყობში მარაგების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეპორტინგის წარმოება;
** მცირე სახის ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** ოფისების მათ შორის ფილიალების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ⁠საჭიროების შემთხვევაში კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირება თბილისის ფარგლებში და რეგიონებში;
** კომპანიის ავტომობილების მეთვალყურეობა (ტექ გამართულობის უზრუნველყიფა)
** უშუალო უფროსების სხვადასხვა მითითებების შესრულება;
** სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად.

განათლება და გამოცდილება:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტა
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** ტექნიკური ცოდნა

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1800 ლარი და პრემიები დატვირთვის შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Info@newmed.ge (დასახელებაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე