Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710435&print=yes&view=jobs
 
პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრისეილერი
მომწოდებელი: ვინჩერო
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ის შვილობილი კომპანია შპს "ვინჩერო" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** ეფექტურ საბონუსე სისტემას;
** საწვავით უზრუნველყოფა
** ულიმიტო სასაუბრი + ინტერნეტი

მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
** სადისტრიბუციო ქსელის გაფართოვებაზე მუდმივი ზრუნვა;
** პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება კლიენტებისთვის;
** სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
** გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომობილი

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარე;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. "პრისეილერი".

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია