Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: იტონგ კავკასუსი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"იტონგ კავკასუს" არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია.

"იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება გერმანული ბრენდის Ytong-ის სახელით. https://ytong.ge/

პოზიცია: საწყობის მენეჯერი
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** Excel-ის ცოდნა
** საწყობის მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება (მარაგების კონტროლი, შეცდომების აღმოჩენა)

ფუნქციები:

** საწყობის ყოველდღიური ოპერაციების მართვა და კონტროლი
** პროდუქციის მიღების, დასაწყობების და გაცემის პროცესის ორგანიზება
** საწყობის მარაგების აღრიცხვა და მუდმივი მონიტორინგი
** ინვენტარიზაციის ჩატარება და შედეგების ანალიზი
** დოკუმენტაციის წარმოება (მიღება-გაცემა, გადაზიდვები და ა.შ.)
** საწყობის წესრიგისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
** თანამშრომლების მუშაობის კოორდინაცია და კონტროლი
** სხვა დეპარტამენტებთან (შესყიდვები, ლოგისტიკა, წარმოება) კომუნიკაცია
** მარაგების ოპტიმალური დონეების კონტროლი და საჭიროების დროული იდენტიფიცირება
** საწყობთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის პროგრამული რეგისტრაცია
** პროდუქციის მიღების, გადაადგილების და გაცემის მონაცემების დროული შეყვანა პროგრამაში
** მარაგების კორექტირება და ინვენტარიზაციის შედეგების პროგრამულად ასახვა
** სისტემაში მონაცემების სიზუსტის და შესაბამისობის უზრუნველყოფა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00, დასვენების დღეები: შაბათი და კვირა
** მდებარეობა: თბილისი 0198, საქართველო, ი. იუმაშევის ქ. №12ბ

ანაზღაურება:

** ხელფასი შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით

ბოლოს მიაწერეთ: თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით თქვენს CV-ს მეილზე: info@ytong.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე