Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710404&print=yes&view=jobs
 
ტენდერი რენტგენის ფირების შესყიდვის თაობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი რენტგენის ფირების შესყიდვის თაობაზე
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 06 აპრილი
თანდართული ფაილი: 710404_danarti_1793090.zip
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ტენდერს რენტგენის ფირების შესყიდვის თაობაზე

ვარიანტი #1.

რენტგენის ფირები Konica-ს ფირმის მშრალი ბეჭდვის პრინტერისათვის. წლიური საორიენტაციო რაოდენობა:

დასახელება, ტექნიკური მახასიათებლები - წლიური საორიენტაციო რ-ობა (ცალი)

რენტგენის ფირი ლაზერული (მშრალი) ბეჭდვის konica 35*43 #125 - 35 000
რენტგენის ფირი ლაზერული (მშრალი) ბეჭდვის konica 25*30 #125 && - 45 000

ვარიანტი #2.

განიხილება, ასევე სხვა მწარმოებლის რენტგენის ფირების შესყიდვაც, 10 ერთეული მშრალი ბეჭდვის პრინტერის დროებით, უსასყიდლო სარგებლობაში გადმოცემის პირობით, იხ. განთავსების ადგილები:

ფილიალი - რაოდენობა - განთავსება

ისანი - 1 - რენტგენი
ბოგდანი - 1 - რენტგენი
ცენტრალური - 2 - რენტგენი/სტომატოლოგია
გორი 1 - 1 - რენტგენი
თელავი - 2 - რენტგენი/CT
თემქა - 1 - სტომატოლოგია
მარნეული 1 - 1 - რენტგენი
გარდაბანი - 1 - სტომატოლოგია
ჯამური რაოდენობა - 10

დაინტერესებულმა კანდიდატმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს შემდეგი ინფორმაცია:

** დასახელება, ფასი, ტექნიკური მახასიათებლები (პარამეტრები), დანართი #1-ის სახით.
** ფირების ღირებულება* (ღირებულება მითითებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით), რომელშიც ასევე გათვალისწინებულ უნდა იქნას მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირების ღირებულებაც, ფირების მიწოდების ადგილი - თბილისი, ვაჟა-ფშაველას 27ბ, ავერსის კლინიკის ცენტრალური ფილიალი;
** ინფორმაცია ფიქსირებული ფასების შენარჩუნების ვადაზე;
** ღირებულების გადახდის პირობა;
** მიწოდების ვადა;
** მშრალი ბეჭდვის პრინტერების შემოთავაზების შემთხვევაში - სერვისული მომსახურების პირობები, ასევე საგარანტიო პირობები, ვადა; საგარანტიო პერიოდში ნაკლის გამოსწორების ვადა;
** წარმოშობის ქვეყანა;

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, ავანსის შემთხვევაში, მოეთხოვება წარადგინოს შემსყიდველისათვის მისაღები ბანკიდან/სადაზღვევო კომპანიიდან გარანტიის წარმოდგენა - საავანსო თანხის ღირებულების ოდენობით.

ტენდერში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონული სისტემის eTenders.ge-ს საშუალებით, 2026 წლის 06 აპრილის 15:00 სთ-მდე უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

** პრეტენდენტის რეკვიზიტები: კომპანიის საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი, პასუხისმგებელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, საბანკო რეკვიზიტები;
** სრულყოფილად შევსებული ტექნიკური მახასიათებლების შემცველი ფორმა - დანართი #1 აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი, "ექსელის" ფორმატში.
** პროსპექტი (ელ. ვერსია)
** ხელმოწერილი აფიდავიტი დანართის №2 სახით;
** ბოლო ორი წლის განმავლობაში, პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური აღჭურვილობის სია და ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაცია;

წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხელმოწერილ უნდა იქნას პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ.

პრეტენდენტს, მყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია დამატებით მოეთხოვოს შემდეგი დოკუმენტაციის წარმოდგენა:

** ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან პირის რეგისტრაციის შესახებ (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ არ მიმდინარეობს იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 14 დღე);
** ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, რომ იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის (ინფორმაციის მომზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 7 დღე);
** საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა (დადასტურებული სველი ბეჭდით და ხელმოწერით) კომპანიის რეკვიზიტების შესახებ;

შენიშვნა: პრეტენდენტს, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული შპს "ავერსის კლინიკა"-ს მიერ ბოლო 2 თვის განმავლობაში ჩატარებულ ტენდერში და წარმოდგენილი აქვს ზემოაღნიშნული საბუთები, არ ევალება მოცემულ ტენდერში მონაწილეობისათვის დამატებით წარმოადგინოს მითითებული დოკუმენტაცია, გარდა პრეტენდენტის მიერ მიწოდებული ანალოგიური საქონლის სიის, არანაკლებ ორი შემსყიდველი პირის რეკომენდაციისა, აფიდავიტისა, დანართის #1 და კატალოგისა. წინამდებარე გამონაკლისი არ ვრცელდება იმ პრეტენდენტზე, რომლის მონაცემებშიც შევიდა ცვლილება მითითებული პერიოდის განმავლობაში.

მყიდველის მოთხოვნით, ტენდერის ნებისმიერ ეტაპზე, პრეტენდენტებს ასევე შესაძლებელია მოეთხოვოთ სხვა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა.

სატენდერო განცხადებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის საფუძველი.

შენიშვნა: ტენდერი ტარდება "1 კონვერტის პრინციპით", რომელიც არ ითვალისწინებს ვაჭრობის ეტაპს1. შესაბამისად, პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო განცხადებაში უნდა მიეთითოს მათ მიერ მოწოდებული საქონლის საბოლოო ღირებულება.

წინამდებარე ტენდერის საფუძველზე პრეტედენტ (ებ)ის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განხილულ იქნება მხოლოდ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში. ამასთან, წინამდებარე სატენდერო განცხადების საფუძველზე პრეტედენტ (ებ)ის მიერ სატენდერო წინადადების (შესაბამისი

1 ერთი კონვერტის პრინციპის ჩატარების წესებისათვის იხილეთ http://etenders.ge/Page/Instructions

დოკუმენტაციისა და მათ შორის პერსონალური მონაცემების) წარმოდგენა ადასტურებს პრეტენდენტ (ებ)ის თანხმობას აღნიშნული პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს:

1. დავით ედიშერაშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი
ტელ: 577 27 47 14
ელ.ფოსტა: dato.edisherashvili@aversi.ge

2. ანი მამუჩიშვილი
"ავერსის კლინიკა"-ს შესყიდვების სამსახურის უფროსი
ტელ: 5 77 21 77 99
ელ.ფოსტა: ani.mamuchishvili@aversi.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია