Робота для біженців з України
საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ჯორჯიან გრუპ
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
კომპანია "ჯორჯიან გრუპი" სამშენებლო დეველოპერული კომპანიაა რომელიც უკვე 10 წელზე მეტია აშენებს პრემიუმ კლასის მაღალი ხარისხის საცხოვრებელ კომპლექსებს ბათუმში და მის შემოგარენში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას საცხოვრებელი კომპლექსის ადმინისტრატორის პოზიციაზე ბათუმში.

ანაზღაურება: 1500 ლარი ფიქსირებული, პლიუს ბონუსი გაყიდვებიდან.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ზღვისპირის ქ #12
სამუშაო განრიგი: 8:15-დან 16:00-მდე და 16:00-დან 23:45 მდე.

ჩვენ გთავაზობთ:

პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპლექსში არსებული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობის ორგანიზება.
** არსებული მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა.
** კომპლექსის მართვის ორგანიზება.
** კომპლექსში არსებული, მართვაში აღებული უძრავი ქონებების გაქირავება.
** კომპანიის პორტფელში არსებული უძრავი ქონების გაყიდვებზე მუშაობა.
** სასმელების მომზადება (ყავა, კოქტეილი და სხვა)
** მიიღოს მაცხოვრებლებისა და მესაკუთრეების მიმართვები და უზრუნველყოს მათი გადაცემა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან.
** ⁠შეხვედრებისა და სამუშაო პროცესების ორგანიზება
** უზრუნველყოს კომპანიის ხელმძღვანელობასთან და პარტნიორებთან შეხვედრების დაგეგმვა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
** შეასრულოს კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა დავალებები, რომლებიც დაკავშირებულია მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი და სერვისზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/ (CV) ელ. ფოსტაზე lemongardenresidence@gmail.com

გთხოვთ CV ში მიუთითეთ დაბადების თარიღი.

CV აუცილებელია იყოს თქვენი ფოტო.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე