|
დასახელება:
დამწყები მასწავლ. მენტორინგისა/პრაქტ. გადამზადების პროგრამა
|
| მომწოდებელი:
ინგლისური ენის სწავლებისა და ტრენინგ ცენტრი აიენთი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
ვაკანსიის დასახელება: დამწყები მასწავლებლების მენტორინგისა და პრაქტიკული გადამზადების პროგრამა (სტაჟირება)
კომპანიის შესახებ:
ინგლისური ენის სწავლებისა და ტრენინგ ცენტრი "აიენთი" აცხადებს მიღებას 2-თვიან მენტორინგისა და პრაქტიკული გადამზადების პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და მათ მომზადებას რეალური სასწავლო პროცესისთვის.
პროგრამის აღწერა:
პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ სწავლებისთვის საჭირო ძირითადი უნარები და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სასწავლო გარემოში.
მოვალეობები:
** ტრენინგ-სესიებში აქტიური მონაწილეობა
** გაკვეთილების დაკვირვება და ანალიზი
** გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა
** მენტორების რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება
მოთხოვნები:
** სწავლების სფეროთი დაინტერესება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე
პირობები:
** პროგრამის ხანგრძლივობა: 2 თვე
** წარმატებული მონაწილეებისთვის გათვალისწინებულია დასაქმების პერსპექტივა ახალი აკადემიური წლიდან
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: qetevansharashidze@gmail.com
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 15 აპრილი
ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — ინგლისური ენის მასწავლებლის სტაჟირების პროგრამა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|