|
დასახელება:
ანდროლოგიის ლაბორანტი
|
| მომწოდებელი:
ლიდერმედი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
კლინიკა "ლიდერმედი" აცხადებს ვაკანსიას ანდროლოგიის ლაბორანტის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბოხუას 21
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:30-17:30
მოვალეობები:
** ადამიანის სპერმის ნიმუშების მიღება, შეფასება და მომზადება განაყოფიერებისთვის (processing, washing, concentration, dilution)
** სპერმის კრიოკონსერვაციის პროცესში მონაწილეობა (გაყინვა და გალღობა), დადგენილი პროტოკოლების მკაცრი დაცვით
** ლაბორატორიული მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების პარამეტრების მონიტორინგი, გაზომვა, წმენდა და მოვლა
** მედიისა და კულტურის ჭურჭლის (culture dishes, tubes და სხვა) მომზადება
** ლაბორატორიული პროცესების რეგისტრაცია, დოკუმენტაციის წარმოება და double witnessing სისტემის დაცვა
** ნიმუშების იდენტიფიკაციის, მარკირების და შეცდომების პრევენციის წესების მკაცრი შესრულება
** შიდა ხარისხის კონტროლის, ბიოუსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნების დაცვა
მოთხოვნები:
** სამედიცინო ლაბორანტის სპეციალობის დიპლომი ან/და მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამედიცინო ლაბორატორიაში
** ინგლისური ენის ცოდნა ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის დონეზე
** კომპიუტერული უნარები: MS Word და MS Excel-ის პრაქტიკული ცოდნა
** ყურადღება დეტალების მიმართ და მაღალი სიზუსტე
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინა
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და პროფესიული ეთიკის დაცვა
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების და პრაქტიკული უნარების გაღრმავების შესაძლებლობას
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას
** კომფორტულ სამუშაო გარემოსა და გუნდის მხარდაჭერას
** არსებულ სერვისებზე 20%-იან ფასდაკლებას
დამატებითი ინფორმაცია:
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 01 აპრილი, 2026 წელი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@leadermed.ge
ელ. ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "ანდროლოგიის ლაბორანტი".
კლინიკა "ლიდერმედი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
"კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" (სასაქონლო ნიშანი: ლიდერმედი) ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 8 თვის ვადით სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 8 (რვა) თვით. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ: Info@leadermed.ge
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა და წამოჭრილი პრობლემის ეფექტურად გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მიმართოს შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი"-ს (ლიდერმედი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: tamuna.tkeshelashvili@geosafety.ge და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია.
შპს "ინ ვიტრო განაყოფიერების ცენტრი" კანდიდატების შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შესაბამისად კანდიდატთა შერჩევის პროცესი თანხვედრაშია დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოყპრობის პრინციპებთან. დაუშვებელია პირთა მიმართ ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით დისკრიმინაცია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას. იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით გაქვთ ვარაუდი/ეჭვი ან აღქმა მოგვმართეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: Info@leadermed.ge"
|
|
|
|