Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. ქუთაისში.

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა.

ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე.

კარგად გვესმის თანამედროვე სამყაროში თითოეული ადამიანისა და ბიზნესის გამოწვევები, ამიტომ ვცდილობთ, ჩვენი სადაზღვევო პროდუქტები მაქსიმალურად მოვარგოთ მათ საჭიროებებს და დავზოგოთ მათი მთავარი რესურსები — დრო და ფინანსები.

"არდი" — ცხოვრების ჯერია!

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი

ძირითადი მოვალეობები::

** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა
** სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება და გაყიდვა იურიდიულ პირებზე (საცალო გაყიდვების შემთხვევაში — ფიზიკურ პირებზე)
** პერსონალური გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
** ეფექტური გაყიდვების განხორციელება
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო ან საფინანსო მიმართულებით)
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Career@ardi.ge

ელ. ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი — "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი".

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;

ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე