|
დასახელება:
E-commerce მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
უნისონი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 25 აპრილი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით E-commerce მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტების მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ონლაინ და სოციალურ არხებში (Facebook, Messenger, Instagram, Web, LinkedIn);
** სოციალურ ქსელებში შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე ოპერატიული რეაგირება;
** ონლაინ და სატელეფონო მოთხოვნების დროული და სრულყოფილი დამუშავება;
** კლიენტებისთვის პროდუქტისა და სერვისის ზუსტი, გასაგები და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** დაზღვეულ და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
** პოლისების განახლების საჭიროების მქონე კლიენტების იდენტიფიცირება და მათთან პროაქტიური კომუნიკაცია;
** გაყიდვების გენერირება ონლაინ და სატელეფონო არხების გამოყენებით;
** ონლაინ არხით შეძენილი პოლისების პორტფელის მართვა და დებიტორული დავალიანების მონიტორინგი;
** დავალიანების არსებობის შემთხვევაში კლიენტების ინფორმირება და შესაბამისი შეტყობინებების გაგზავნა;
** ყველა კომუნიკაციისა და გაყიდვის დაფიქსირება შესაბამის პროგრამულ სისტემებში;
** კლიენტების ინფორმირება მიმდინარე ცვლილებების შესახებ;
** პერიოდული რეპორტების მომზადება კლიენტების აქტივობისა და ტენდენციების შესახებ;
** ონლაინ არხით შეძენილ პოლისებთან დაკავშირებული რეკლამაციების მართვა და დროული უკუკავშირის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან შესაბამისი მიმართულებით);
** სასურველია მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვების ან კლიენტთა მომსახურების მიმართულებით;
** სოციალური მედიის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები;
** შედეგზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - E-commerce მენეჯერი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|