|
დასახელება:
ბიზნეს პროცესების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
არქი
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს, უკვე წარმატებით დასრულებული აქვს 50-მდე პროექტი და ამჟამად ახორციელებს 20-ზე მეტ მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.
კომპანია "არქი" ეძებს ბიზნეს პროცესების სპეციალისტს, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
** ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი;
** ბიზნეს პროცესების დოკუმენტური ფორმით ჩამოყალიბება და შესაბამისი ვიზუალური მასალის მომზადებაში ჩართულობა;
** ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება;
** დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლებაში ჩართულობა;
** სამიზნე აუდიტორიის გამოკვლევა და მათი საჭიროებებისა და მოთხოვნების დეტალური ანალიზი სხვადასხვა არხის მეშვეობით;
** CRM-ში მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და პრობლემურ საკითხებზე პროცესის მონაწილეებთან კომუნიკაცია;
** CRM-თან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლების მხარდაჭერა;
** პრობლემურ საკითხებზე ვენდორთან კომუნიკაცია;
** ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** სასურველია Visio, Miro ან ბიზნეს პროცესების მართვის სხვა პროგრამების საბაზისო ცოდნა.
დამატებითი ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მითითებულ ბმულზე 2026 წლის 15 აპრილის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან
თქვენი რეზიუმე მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში
თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა მსგავს პოზიციაზეც, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|