|
დასახელება:
მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
PepsiCo
|
|
გამოქვეყნდა: 25 მარტი
/ ბოლო ვადა: 20 აპრილი
|
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მსხვილ კლიენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** PepsiCo-ს მსხვილ კლიენტებთან კონტრაქტების მომზადების პროცესში მონაწილეობა
** წლიური პრომო-კალენდრის შემუშავება და მისი შეთანხმება ბრენდ მარკეტინგისა და სავაჭრო მარკეტინგის კალენდრებთან
** პრომო აქტივობების სრული ციკლის ორგანიზება, მათ შორის პროდუქტის მიქსის განსაზღვრა, საბაზისო და დამატებითი მოცულობების გამოთვლა; შეთანხმებული პრომო მოცულობების შესახებ მომარაგების გუნდთან კოორდინაცია; მონაწილეობა გაყიდვების დაგეგმვაში განაშთვის რისკების თავიდან ასაცილებლად
** ყოველთვიური/წლიური პრომო აქტივობების შესრულების უზრუნველყოფა გაყიდვების არხებში და შეთანხმებული პირობების მონიტორინგი
** პრომო ხარჯების გამოთვლის პროცესში მონაწილეობა, ასორტიმენტის, ფასდაკლების, მოცულობის და ყველა საჭირო დასტურების უზრუნველყოფა PepsiCo-ს პრომო პოლიტიკის შესაბამისად
** პირდაპირი გაყიდვების გუნდთან კომუნიკაცია ბაზრის მდგომარეობის გასაკონტროლებლად
** ბაზრის მონიტორინგი თბილისში და რეგიონებში შეთანხმებული აქტივობების შესრულების უზრუნველსაყოფად; გადახრის შემთხვევაში შესაბამისი მენეჯერების ინფორმირება პრობლემის მოსაგვარებლად
** ფასისა და ფასდაკლების პოლიტიკის განხორციელება ორგანიზებულ სავაჭრო არხში
კანდიდატის პროფილი:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკა, ბიზნესი ან მსგავსი მიმართულება)
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში
** MS Excel და MS PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური უნარები
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა
** შესანიშნავი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** შედეგებზე ორიენტირება
** ეფექტური მუშაობის უნარი სწრაფად ცვალებად გარემოში
რას გთავაზობთ:
** განვითარება და წინსვლა პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად
** კონკურენტული საკომპენსაციო და ბენეფიტების პაკეტი
** წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 20 აპრილამდედა მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
|
|
|
|