Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"Kontakt" არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის სივრცე ინოვაციებისა და საუკეთესო არჩევანისთვის! ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა). ჩვენს მომხმარებელს ვუქმნით კომფორტს.

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება. ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც კორპორაციული გაყიდვების სპეციალისტი, შენ იქნები მთავარი დამაკავშირებელი რგოლი "კონტაქტ ჰოუმსა" და ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს (დილერებს) შორის.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** სამუშო გრაფიკი: 09:00-დან 18:00-მდე, შაბათ-კვირა დასვენება;
** ფინანსური მოტივაცია: ფიქსირებული ანაზღაურება + კვარტალური ბონუსი მიღწეული შედეგების მიხედვით;
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის;
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივა მზარდ კომპანიაში.

მოვალეობები:

** დილერებთან აქტიური კომუნიკაცია, ურთიერთობის დამყარება და პროდუქტის ეფექტური შეთავაზება;
** კომპანიის შეთავაზებების პრეზენტაცია და გაყიდვების სტიმულირება;
** არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობის შენარჩუნება;
** კლიენტის მოთხოვნების ზუსტი იდენტიფიცირება და ინფორმაციის დროული გაცვლა გუნდთან;
** გაყიდვების შედეგების აღრიცხვა და რეპორტინგი.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (კორპორაციული ან სატელეფონო გაყიდვების მიმართულებით მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
** ფლობ მოლაპარაკებების ხელოვნებას;
** ხარ შედეგზე ორიენტირებული;
** MS Office;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "B2B გაყიდვების სპეციალისტი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 აპრილი, 2026

წარმატებას გისურვებთ!

შენი კარიერული ზრდა აქ იწყება!

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე