Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme,
Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: როგორც მარკეტინგის მენეჯერმა მართო მასშტაბური კამპანიები და შექმნა ტენდენციები ბაზარზე! ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომლისთვისაც მარკეტინგი მხოლოდ კრეატივი არ არის და ვინც ზუსტად იცის, როგორ მოიტანოს ციფრებში გაზომვადი შედეგი.

რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:

** გრაფიკი: 10:00-19:00, შაბათი და კვირა დასვენება;
** ანაზღაურება: კანდიდატთან შეთანხმებისა და კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის აღსრულება, მიმდინარე კამპანიების დაგეგმვა და მართვა კომპანიის მიზნების შესაბამისად;
** ბრენდის პოზიციონირების განვითარებაში ჩართულობა და ბრენდის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდის მიზნით, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
** გაყიდვების გუნდთან კოორდინაციით სხვადასხვა პრომო აქციებისა და წამახალისებელი ღონისძიებების დაგეგმვა-აღსრულება;
** შემოქმედებით და ციფრულ გუნდებთან (ან გარე სააგენტოებთან) ყოველდღიური კოორდინაცია და მათთვის დავალებების გადანაწილება/კონტროლი;
** მიმდინარე მარკეტინგული აქტივობების ძირითადი მეტრიკების შეფასება და ანალიტიკა;

ჩვენს გუნდში ვეძებთ მარკეტინგის მენეჯერს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების / მარკეტინგის მიმართულებით);
** მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგული პროექტების (ან მცირე გუნდის) მართვის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციის, ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "მარკეტინგის მენეჯერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 აპრილი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე