Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710242&print=yes&view=jobs
 
შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა
გამოქვეყნდა: 25 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში

ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება;
** "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება;
** ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება;
** შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად;
** სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვა, ოქმების მომზადება და ა.შ
** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ);
** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა;
** სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და რეგულაციების დაცვა;
** უცხოურ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და კონტრაქტების შეთანხმება;
** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში);
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების სფეროში;
** უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
** მოლაპარაკებების წარმოების პრაქტიკული უნარები;
** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** დოკუმენტაციის მომზადებისა და მართვის მაღალი უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** დეტალებზე ორიენტაცია და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

ენები:

** ინგლისური - სავალდებულო (B2)
** რუსული - სავალდებულო (B2)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება);
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე;
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@scs.gov.ge ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122,

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!

პატივისცემით,

შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა`

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია