Робота для біженців з України
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი - ზესტაფონი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: კანო
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
შპს "კანო" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ქალაქი: ზესტაფონი (შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება ქალაქ ზესტაფონი-ში/მცხოვრებ კანდიდატს.
სრული განაკვეთი:
გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევი (09:30-დან 17:30-მდე); შაბათი (09:00-დან 15:00-მდე)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების აკრედიტირებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და ნორმების ცოდნა;
** სასურველია - შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების მართვის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესების რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა/შესრულება;
** თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების კონტროლი;
** სამუშაოების შეჩერება უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში (უფლებამოსილების ფარგლებში);
** უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და სახიფათო სიტუაციების აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** შრომის ინსპექციის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და შემოწმებებში მონაწილეობა;
** ობიექტზე უსაფრთხოების კულტურის ამაღლებაზე ზრუნვა.

უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სამედიცინო დაზღვევას;
** ფიტპასი.

დაინტერესებული პირები სასურველია დაგვეკონტაქტონ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@kano.ge. აუცილებელია ელ. ფოსტის საგანში მიუთითონ ვაკანსიის პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე