Робота для біженців з України
მმართველი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მმართველი მენეჯერი
მომწოდებელი: Badagoni Hospitality
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
"Badagoni Hospitality" აცხადებს ვაკანსიას მმართველი მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანგარიშვალდებული: საოპერაციო დირექტორი / პროექტის ხელმძღვანელი

პოზიციის ძირითადი როლი - სტუმრების მასპინძლობისა და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ყოველდღიური ოპერაციების მართვა; სივრცის გამართულობა

ძირითადი ფუნქციები:

** რესტორნის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, მოქმედი კანონმდებლობის, წესდების და რეგულაციების შესაბამისად;
** ინოვაციების, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა რესტორნის პერსპექტიული განვითარების მიზნით;
** მომგებიანობის უზრუნველსაყოფად, სტრატეგიის განსაზღვრა. რესტორნის კონცეფციის შესაბამისად მოკლე/გრძელვადიანი გეგმების შემუშავება და შესრულების მონიტორინგი. საჭიროებისას ცვლილებების განახორციელოს უზრუნველყოფა;
** ფინანსური მომგებიანობის ყოველკვირეული მონიტორინგი, ყოველთვიური ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ფინანსური ანალიზი, ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი, მოგება-ზარალის ანგარიშის (P&L), ფულადი ნაკადების (Cash Flow) და ბალანსის კონტროლი, საკვების (COGS) და შრომის (Labor Cost) ხარჯების ოპტიმიზაცია, Prime Cost-ის კონტროლი და Net Profit Margin-ის ოპტიმიზაცია, საშუალო ჩეკის (Average Check) და სტუმრის ნაკადის (Foot Trafic) ზრდის უზრუნველყოფა.
** KPI-ების მონიტორინგი.
** სტატისტიკის წარმოების და ანალიზის უზრუნველყოფა საკვანძო ბიზნეს გადაწყვეტილებების გასაუმჯობესებლად
** სამუშაო პროცესებში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ზომების უზრუნველყოფა;
** ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯვის მიზნობრიობის მონიტორინგი;
** ბაზრის კვლევის და კონკურენტუნარიანობის ზრდის უზრუნველყოფა;
** ორგანიზაციული მართვის სტრუქტურის გამართულობა, პროცესების ოპტიმიზაცია, შესაბამისი სტანდარტების დანერგვა, საჭიროების შესაბამისად განახლების უზრუნველყოფა;
** სტრუქტურული ერთეულების მიზნების, ამოცანების დასახვა, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, გუნდის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა, გუნდთან აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია;
** თანამშრომლების საჭირო რესურსით/ინვენტარით უზრუნველყოფა მათი მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებისთვის;
** სტრუქტურული ერთეულების/თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი, ობიექტური შეფასება, უკუკავშირის დაბრუნება და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, თანამშრომლების ჩართულობასა და კმაყოფილებაზე ზრუნვა;
** გუნდთან გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სამოტივაციო მექანიზმების შემუშავება და დანერგვა;
** სანიტარული, ჰიგიენური ნორმების, უსაფრთხოების წესების, შრომის დისციპლინის ნორმების დანერგვა და დაცვის მონიტორინგი;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფა;
** სტუმართმოყვარე, ყურადღებიანი და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა;
** სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა, მათგან მუდმივი უკუკავშირის მიღება მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. პრობლემური შემთხვევისას დაუყოვნებლივი მოგვარება და სამომავლო პრევენციისთვის შესაბამისი ზომების მიღება;
** ახალი სტუმრების მოზიდვის და არსებულის შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** ტურისტული კომპანიები, ბადაგონის მეგობრები, - კონტაქტების ბაზების შექმნა,
** მენიუს ოპტიმიზაციისა და ფასების მართვის გამოცდილება;
** შეფ მზარეულთან მენიუს შემუშავება; ფუდქოსთის მონიტორინგი;
** ბარ მენეჯერთან მენიუს შემუშავება; დრინქოსთის მონიტორინგი;
** შესყიდვების და მარაგების მონიტორინგი;
** პროდუქციის ხარისხის მონიტორინგი;
** მენიუს ყველა ინგრედიენტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ლოჯისტიკისა და მიწოდების პროცესის გამართულობა;
** ინვენტარის, ჭურჭლის, დანადგარების შესაბამისი სტანდარტებით გამოყენების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიებისა და Upsell/ Cross-sell ტექნიკების ცოდნა;
** როგორ ყიდიან პროდუქტს / ბითუბი ტრენინგები /
** მატერიული და არამატერიული ქონების გაფრთხილება, დაცვა;
** მენეჯმენტის, პარტნიორი კომპანიების და სხვა მოთანამშრომლე მხარეებისთვის პერიოდული ანგარიშგების მომზადება კომპანიის ფინანსური საქმიანობის და გეგმების შესახებ;
** დაინტერესებული პირ (ებ)ისთვის რეგულარული რეპორტინგი პროგრესის, ცვლილებების, მომხმარებელთან დაკავშირებული პრობლემების, სამოქმედო გეგმების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი;
** მუდმივი განვითარებისთვის შესაბამისი პროექტების/ქმედებების ინიცირება და განხორციელების უზრუნველყოფა;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა.

კვალიფიკაცია:

** ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების ცოდნა;
** MS Office-ის, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა;
** საოპერაციო პროგრამის ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე სტუმარ მასპინძლობის სფეროში;
** სამუშაო გამოცდილება ფინანსების მენეჯმენტის/ლოჯისტიკის მიმართულებით

უნარები:

** გუნდური მუშაობის და ლიდერული უნარი;
** რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** სტრუქტურული ერთეულისა და ინდივიდუალური ამოცანების დასახვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** პროაქტიული მუშაობის და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** შესაძლებლობების დანახვის და მყისიერი რეაგირების უნარი;
** სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
** მიზნის დასახვის, გადაწყვეტილების მიღების და დაგეგმარების უნარი;
** თანამშრომლების მხარდაჭერის, მათი განვითარების, მოტივაციის და სათანადო გარემოს შექმნის უნარი;
** პრობლემური საკითხების მოგვარების უნარი;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;
** პრეზენტაციის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი.

ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა (მიზნების მიღწევის მიხედვით);
** პრემია KPI-ის მიღწევის შემთხვევაში - მაგ: Net Profit margin > 15%, საშუალო ჩეკის ზრდა 10%-ით;
** შიდა ტრენინგი და პროფესიული განვითარება;
** პერსონალური შეღავათები და ბენეფიტები კომპანიის პოლიტიკის მიხედვით;
** ანაზღაურებადი შვებულება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირების დაფინანსება;
** ოჯახური შეღავათები.

შენიშვნა - აღწერილობა არ მოიცავს აქტივობების, ქმედებების, მოვალეობების, პასუხისმგებლობების დეტალურ და ყოვლისმომცველ ჩამონათვალს, რომლის განხორციელება შესაძლოა აუცილებელი იყოს აღნიშნულ პოზიციაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: hr@badagonihospitality.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე