Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710155&print=yes&view=jobs
 
მონიტორინგის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონიტორინგის თანამშრომელი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კომპანია "მაქსიმა" ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია 2011 წლიდან. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს, ასევე ავეჯის მასალების ზომებად დახერხვის და დაწიბოების მომსახურებას, საწოლის მატრასებს, იატაკის საფარ ლამინატს, კარის მასალებსა და აქსესუარებს, სამზარეულოს ჩასაშენებელ ტექნიკას.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://maxima.ge/

კომპანია "მაქსიმა" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს გრაფიკი: სრული;
დასვენების დღეები: 2 დღე;
ლოკაცია: ბათუმი, ბაგრატიონის N109 ;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი;

ჩვენი ბენეფიტი:

** კომპანია უზრუნველყოფს კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება (სასურველია შესაბამის სფეროში)
** მონიტორინგის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

** ვიდეოკამერების მონიტორინგი;
** კამერების გამართულობის ყოველდღიური კონტროლი;
** საწყობის, შოურუმის და ობიექტების პროცესების დაკვირვება
** დარღვევების, რისკების და საეჭვო ქმედებების იდენტიფიცირება
** ინციდენტების დაფიქსირება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა
** შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების კონტროლი
** ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელისთვის

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@maxima.ge ან დაგვიკავშირდით ტელ.: +995 591 880 435. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება " მონიტორინგის თანამშრომელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებით, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია. შემოგვიერთდით!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია