|
დასახელება:
ქვის სამსხვრევი ქარხნის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
შპს დასავლეთი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
შპს "დასავლეთი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას და ფუნქციონირებს 2005 წლიდან. კომპანია ფლობს ბეტონისა და ქვის სამსხვრევ ქარხნებს სამტრედიის რაიონში, სოფ. იანეთში.
შპს "დასავლეთი" აცხადებს ვაკანსიას ქვის სამსხვრევი ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: სამტრედია, იანეთი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 6 დღე, 40 საათი)
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქვის სამსხვრევი ქარხნის პროცესის მართვა და ზედამხედველობა;
** ნედლეულის მარაგების კონტროლი (ინერტული მასალა);
** ქარხნის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება, მოვლა და სისუფთავის დაცვა;
** კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე ან წარმოების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი CV ელ.მისამართზე: dasavleti.ltd@gmail.com, ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია. ტელ: 593312122
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ქვის სამსხვრევი ქარხნის ოპერატორი.
თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც შპს დასავლეთისათვის ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, შპს დასავლეთის მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 1 წლის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ და გსურთ შპს დასავლეთმა შეწყვიტოს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ კომპანიის საკონტაქტო ნომერზე. გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.
|
|
|
|