Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710060&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერი
მომწოდებელი: Houzer Group
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კომპანია "Houzer Group", აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე (After Sale), After Sale მენეჯერი პასუხისმგებელია გაყიდვის შემდეგ მომხმარებელთან ურთიერთობის მართვაზე, მათი კმაყოფილების უზრუნველყოფაზე და კომპანიის მიმართ ლოიალობის გაზრდაზე, თუ ხარ კომუნიკაბელური ეს ვაკანსია შენთვისაა.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვის შემდეგ კლიენტებთან რეგულარული კომუნიკაცია (ზარები, მესიჯები, შეხვედრები)
** ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი
** გადახდების კონტროლი და ვადაგადაცილებების მართვა
** მომხმარებელთა კითხვებზე და პრობლემებზე სწრაფი რეაგირება
** CRM სისტემაში მონაცემების განახლება და მართვა
** მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე მუშაობა
** უკუკავშირის შეგროვება და ანალიზი
** საჭიროების შემთხვევაში, კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება
** იურიდიულ და ფინანსურ გუნდებთან კოორდინაცია
** პრობლემური ქეისების მართვა და ესკალაცია

აუცილებელი:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება Customer Service / After Sales / Account Management-ში
** ძლიერი კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები
** პრობლემების სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტის უნარი
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტაცია
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
** MS Office (Excel განსაკუთრებით) ცოდნა

სასურველი:

** უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება
** ფინანსური პროცესების გაგება (გადახდები, გრაფიკები, განვადება)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

პირობები

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** პროფესიული განვითარება

თუ დაინტერესებული ბრძანდებით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@houzer.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია