|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ქართული კაკალი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
კაკლის მწარმოებელი და გადამამუშავებელი კომპანია შპს "ქართული კაკალი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია ოპერირებს 2015 წლიდან და მართავს 70 ჰექტარზე გაშენებულ ინტეგრირებულ კაკლის ბაღებს და გადამამუშავებელ საწარმოს.
ჩვენი მიზანია შევქმნათ სისტემური, გამჭვირვალე და მასშტაბირებადი აგრობიზნესი.
მთავარი ამოცანა: კომპანიის ადმინისტრაციული და საოპერაციო პროცესების სისტემატიზაცია და კონტროლი.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და პროცესების სტრუქტურირება
** კომპანიის შიდა კომუნიკაციის და ინფორმაციის ნაკადის მართვა
** დირექტორის და მენეჯმენტის დავალებების შესრულების კოორდინაცია
** შემოსული/გასული დოკუმენტაციის სრული მართვა
** ელექტრონული არქივის სისტემური მართვა
** ბაღებიდან და საწარმოდან მონაცემების შეგროვება და სისტემატიზაცია
** ექსპორტის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა
** ოფიციალური ელ.ფოსტის და სატელეფონო ხაზის მართვა
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** MS Office (განსაკუთრებით Excel) — მაღალი დონე
** ინგლისური — მინიმუმ B2
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციაში / ოპერაციებში
** აგრარული სექტორის გამოცდილება — უპირატესობა
კრიტიკული უნარები:
** სისტემური აზროვნება
** დეტალებზე მაღალი კონცენტრაცია
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარ
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
სამუშაო პირობები:
** ლოკაცია: თბილისი, გიორგი ჭყონდიდლის 26
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30
** ანაზღაურება: გამოცდილების და კომპეტენციის შესაბამისად (მოლაპარაკებით)
განაცხადი:
CV გამოგზავნეთ: hr@wv.ge
Subject: ოფისის მენეჯერი
დედლაინი: 30 აპრილი
|
|
|
|