Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710040&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.

კომპანია "ILARIA" ეძებს მარკეტინგის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალოს რაიონი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 4 000 ლარი Net
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

პოზიციის შესახებ:

მარკეტინგის მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, მომხმარებელთა მოზიდვასა და ბრენდის პოზიციონირებაზე ფინტექ ეკოსისტემაში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების (Performance, Social Media, Content, Email) დაგეგმვა და მართვა;
** მომხმარებელთა მოზიდვისა და მარკეტინგული გაყიდვების ოპტიმიზაცია;
** ბაზრისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად;
** ბრენდინგისა და პოზიციონირების გაძლიერება;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების (KPI, ROI) მონიტორინგი და ანალიზი;
** შიდა გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე;
** სასურველია გამოცდილება FinTech, ტექნოლოგიურ ან ციფრული პროდუქტების კომპანიაში;
** მარკეტინგული ანალიტიკისა და შესრულების მაჩვენებლის ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი"

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია