Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=710039&print=yes&view=jobs
 
პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
ILARIA არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, ბაზრის კვლევა, პროგრამული უზრუნველყოფა.

კომპანია ILARIA ეძებს პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერს პარტნიორი კომპანიისთვის.

** სამუშაო ფორმატი: სრული, on-site
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: 2500 ლარი Net
** ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

ვეძებთ მოტივირებულ და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ფინანსურ ინსტიტუტებთან და პარტნიორებთან ეფექტიანი კომუნიკაციის მართვაზე, ონბორდინგ პროცესების კოორდინაციასა და ოპერაციული პროცესების გამართულ განხორციელებაზე.

პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა საბანკო ან ფინანსურ სფეროში გამოცდილების მქონე კანდიდატებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კრიპტო და საგადახდო სერვისების მიმართულებით პროფესიული განვითარებით.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

პარტნიორების ონბორდინგი და შესაბამისობა:

** პარტნიორი კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების ონბორდინგის პროცესში საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და გადამოწმება;
** ხელშეკრულებების შაბლონური მომზადება და შიდა დამტკიცების პროცესის კოორდინაცია;
** AML/Compliance მოთხოვნების კომუნიკაცია პარტნიორებთან და შესაბამისობის მონიტორინგი.

ოპერაციული კოორდინაცია და კომუნიკაცია:

** ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია შესაბამის გუნდებთან თანამშრომლობით;
** პარტნიორებთან ყოველდღიური ოპერაციული კომუნიკაციის მართვა;
** მიმდინარე საკითხების იდენტიფიცირება და დროული ესკალაცია.

მონაცემების მართვა და ადმინისტრირება:

** CRM სისტემისა და შიდა რეესტრების რეგულარული განახლება;
** დოკუმენტაციის არქივირება და მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
** პარტნიორების პორტფელის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** უმაღლესი ან მიმდინარე განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია საბანკო ან ფინანსურ სექტორში);
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საბანკო პროდუქტებისა და AML/Compliance ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** MSME ან კორპორატიული ბანკირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** დოკუმენტაციასთან მუშაობისა და ადმინისტრაციული პროცესების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე vacancy@ilaria.ge აუცილებელია მიუთითოდ ვაკანსიის დასახელება: "პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია