|
დასახელება:
ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტი
|
| მომწოდებელი:
პირველი ნაბიჯი საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
ააიპ "პირველი ნაბიჯი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას დღის ცენტრის, ბინაზე მოვლისა და სპორტის წრის ფიზიკური და ოკუპაციური თერაპევტის პოზიციაზე - ქალაქ თბილისში.
"პირველი ნაბიჯი" ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებსა და მოზარდებზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დიღმის მასივი
ფიზიკური/ოკუპაციური თერაპევტის პასუხისმგებლობაა, დღის ცენტრის მეთოდისტებთან, ბინაზე მოვლის სპეციალისტებთან, ფსიქოლოგსა და განვითარების პედიატრთან თანამშრომლობით, პროგრამაში ჩართულ ბენეციფიარებთან მუშაობა; დღის ცენტრის, ბინაზე მოვლისა და "პირველი ნაბიჯის" სპორტის წრის პროგრამაში ბავშვების ფუნქციური უნარების განვითარების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება, ამ მიზნების შესრულება და განხორციელების მონიტორინგი; ამასთან, საჭიროა, პროგრამებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოება.
ძირითადი მოვალეობები:
** ფიზიკური გარემოს ადაპტირება. დღის ცენტრის და ბინაზე მოვლის ბენეფიციარების ფიზიკური უნარების შეფასება და საჭიროებიდან გამომდინარე, გარემოს მორგება (დამხმარე საშუალებების მორგება). ფუნქციური უნარების განსავითარებლად სპეციფიური აღჭურვილობის განსაზღვრა/შექმნა.
** ფიზიკური შეზღუდვებისა და სენსორული დეპრივაციის მქონე ბავშვების შეფასება, ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შექმნა, განხორციელება და მონიტორინგი.
** საჭიროებიდან გამომდინარე, ფუნქციური უნარების შეფასება და რეკომენდაციების გაცემა მეთოდისტებისათვის სამუშაო მეთოდის ან ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით.
** მშობლებთან თემატური შეხვედრები, მათთვის უკუკავშირისა და რეკომენდაციების მიცემა
** დღის ცენტრების სტანდარტით და ბინაზე მოვლის პროგრამის მოთხოვნების გათვალისწინებით, რეაბილიტაცია-აბილიტაციის პროგრამის წარმოებაში მონაწილეობის მიღება (მიზნების შერჩევა, მორგებაში, სასწავლო აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება)
** პირადი საქმეების წარმოება, დოკუმენტაციის მოწესრიგება
** ოქმებისა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება
ხელმძღვანელობის მოთხოვნის მიხედვით საჭირო თემატური ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მოძიება, მომზადება
ცოდნა, კვალიფიკაცია:
** უმაღლესი განათლება ფიზიკურ ან ოკუპაციურ თერაპიაში
** სასურველია, მუშაობის გამოცდილება მომიჯნავე სფეროებში/პროგრამებში;
** შშმ ბავშვთა მომსახურების სერვისების შესახებ ინფორმირებულობა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
უნარები და თვისებები:
** ბავშვებისა და მოზარდებისადმი პატივისცემა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი
სამუშაო დატვირთვა: სრული
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy.fsg@gmail.com
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 13 აპრილი.
გთხოვთ, მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|