Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ზენდელ ნუტრაფარმა
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
ესპანური წარმოების ფარმაცევტული კომპანია "ზენდელ ნუტრაფარმა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი რეალიზაციის შესრულების შემთხვევაში (მოქმედი პრემიალური სისტემა)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** გამოუცდელი კადრებისთვის ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას;
** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას;
** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
** სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** სამიზნე აუდიტორიასთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება (სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები);
** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა (კონფერენციები, პრეზენტაციები და სხვა);
** დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულება და დროული რეპორტინგი;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება.

აუცილებელი უნარები:

** გამართული კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა-დროის მართვის უნარი;

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ საშუალო სპეციალური/უმაღლესი სამედიცინო განათლება (ფარმაცევტული ან სამედიცინო მიმართულება, ან მომიჯნავე სფერო);
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — მივესალმებით როგორც დამწყებ, ასევე გამოცდილ კანდიდატებს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kakha.meipariani@zendel.ge და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე