Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709942&print=yes&view=jobs
 
უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5*-იანი ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ტერიტორიაზე უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველყოფა
** სტუმრებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონიტორინგი
** საეჭვო ან პრობლემური სიტუაციების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება
** ინციდენტების დაფიქსირება და ინფორმაციის გადაცემა ხელმძღვანელობისთვის
** სასტუმროს შიდა წესებისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დისციპლინა და პუნქტუალურობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია