Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709936&print=yes&view=jobs
 
B2B გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: STREAM
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
ვაცხადებთ ვაკანსიას B2B გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქართული ტექნოლოგიური კომპანია "WeCharge"-სთვის ბათუმში.

ტექნოლოგიური კომპანია WeCharge 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით ოპერირებს.

ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია "WeCharge"-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელსიგარეტი და სხვა).

კომპანიის მიზანია შეექმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა.

კომპანიისთვის ვეძებთ B2B გაყიდვების მენეჯერს რომელიც პარტნიორ ობიექტებთან თანამშრომლობას და გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს. პოზიციისთვის მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატები იყვნენ დეტალებზე ორიენტირებული, ჰქონდეთ კრეატიული და ინოვაციური მიდგომა და მაღალი პასუხისმგებლობა.

კომპანია "WeCharge" გეგმავს პროდუქტის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გატანას და თანამშრომლებს სთავაზობს საერთაშორისო ბაზარზე კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ

** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთით, (On-site); ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
** ვაკანტური პოზიცია: 2
** ჯამური საშუალო ანაზღაურება: 3, 000- 4 000 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, ლიდების მოძიებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა-ჩატარება, სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებების წარმოება;
** ბაზრის ტენდენციების, B2B კლიენტების ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის კომპანიის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის მარკეტინგის გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა;
** მენეჯმენტისთვის ინფორმაციის რეგულარულად მიწოდება პროგრესის, გამოწვევებისა და უკუკავშირის შესახებ.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე recruiting@stream.com.ge არაუგვიანეს 10 აპრილისა.

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (http://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია