Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709920&print=yes&view=jobs
 
რეზერვაციების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების აგენტი
მომწოდებელი: არტიზანი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
სასტუმრო "არტიზანი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე რეზერვაციების დეპარტამენტში.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 საათი
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** უშუალო ხელმძღვანელი: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
** ანაზღაურება: 1400 ლარი
** დამატებით ბონუსური ანაზღაურება
** უპირატესობები: ჯანმრთელობის დაზღვევა, კვებით უზრუნველყოფა, ულიმიტო კორპ. ნომერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, იაკობ ნიკოლაძის 12

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასტუმროში ან ტურისტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, აქტიური, პრეზენტაბელური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს გაყიდვის სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა;
** შეხვედრების, ღონისძიებებისა და ჯგუფური მოთხოვნების მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია;
** ბანკეტის/ღონისძიების პაკეტების შემუშავება და შეთავაზების გაგზავნა/გაყიდვა;
** ღონისძიების ჩატარების ადგილების, თარიღებისა და ტარიფების კონტროლი;
** ჯგუფური ხელშეკრულების გაფორმება და გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ყველა დაგეგმილი ღონისძიების სრული ადმინისტრირება და შესრულება;
** ჯგუფური ჯავშნების მართვა, სტატუსებისა და კომენტარების ჩანიშვნა ვერ შემდგარ შეთანხმებებზე და მომავალში მათთან კომუნიკაციის აღდგენა;
** სასტუმროს ახალი დამკვეთებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება და სასტუმროში მეტი ჯგუფისა და ღონისძიებების მოზიდვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dberozashvili@artizanhotels.com, hr@artizanhotels.com, ან დაგვიკავშირდით 577717874

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია