Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709916&print=yes&view=jobs
 
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: სუპერმაქსი
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კომპანია "სუპერმაქსი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისის რეგიონში.

კომპანიის პროფილია უპირატესად სამედიცინო, პროდუქცია მოიცავს სახარჯ მასალებს.

ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი + საბონუსე სისტემა, ულიმიტო სასაუბრო დრო + 100 ლარი (კვების) და სამი თვის შემდგომ სამედიცინო დაზღვევა.
სამუშაო გრაფიკი: მოიცავს დილის 10:00-18:00 სთ (სამუშაო დროის შუალედში 1 საათი შესვენება), დასვენება შაბათ-კვირასა და ოფიციალურ დასვენების დღეებში.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია კანდიდატს გააჩნდეს სამედიცინო განათლება (მ/შ სტომატოლოგიური, ფარმაცევტული), ან მსგავს პროდუქციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პრეზენტაციის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება;
** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა

მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით;
** ვიზიტის ფარგლებში პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა;
** შეკვეთების მიღება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** ყოველდღიური - ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი

CV ორ ენაზე - ქართულად და ინგლისურად, PDF ფორმატში, წარმოდგენილ უნდა იქნას ელფოსტაზე: supermaxgeo@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 551-106-222 გიგა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია