Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709899&print=yes&view=jobs
 
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: FoodGood
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად ვითარდება და ქმნის გარემოს, სადაც თითოეული გუნდის წევრის შრომა ფასდება.

ჩვენს მეგობრულ გუნდში ვეძებთ დიასახლისს, რომელიც იზრუნებს ობიექტზე სისუფთავის, წესრიგისა და მყუდრო გარემოს შენარჩუნებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალების მიმართ ყურადღება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა (სისუფთავის სტანდარტების დაცვა);
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო სივრცის სისუფთავეზე მუდმივი ზრუნვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა;
** სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა (საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ტექნიკის გამოყენებით);
** ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი და შევსება;
** სამუშაო დღის განმავლობაში წესრიგის შენარჩუნება.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** სტაბილურობა და განვითარების შესაძლებლობა;
** პერსონალის კვება;
** 30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე.

განრიგი და ანაზღაურება:

გრაფიკი: 2/2 (2 სამუშაო დღე, 2 დასვენება)
სამუშაო საათები: დღეში 10 საათი
ანაზღაურება: 60 ლარი დღეში გადასახადების გარეშე

ადგილმდებარეობა - თბილისი:

** ვეკუას 3ა (ბაზარი ორბელიანი)
** ჭავჭავაძის გამზირი 43
** ვაჟა-ფშაველას 70 (City Mall)
** ბარბარე ბაირამაშვილის N3 (რადიო ქალაქი)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@foodgood.ge

Subject-ში მიუთითეთ პოზიცია: "დიასახლისი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია