Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709898&print=yes&view=jobs
 
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: FoodGood
გამოქვეყნდა: 24 მარტი / ბოლო ვადა: 24 აპრილი
კაფე-რესტორანი "FoodGood" ჯანსაღი კვების მიმართულების კონცეფციაა, რომელიც უკვე რამდენიმე ფილიალს აერთიანებს. კომპანია მუდმივად ვითარდება და ქმნის გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა.

ჩვენს მეგობრულ და შეკრულ გუნდში ვეძებთ მზარეულს, რომელიც იქნება პასუხისმგებელი კერძების ხარისხიან მომზადებაზე და სამზარეულოს პროცესების სტანდარტების დაცვაზე. გამოცდილება სასურველია, თუმცა მთავარი არის მონდომება, პასუხისმგებლობა და პროფესიული განვითარების სურვილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
** კერძების მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და კალკულაციის მიხედვით;
** კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამზარეულოში სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა.

ჩვენთან დაგხვდებათ:

** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** განვითარების შესაძლებლობა;
** პერსონალის კვება;
** 30% ფასდაკლება ჩვენს სრულ მენიუზე;

განრიგი და ანაზღაურება:

სამუშაო ცვლები:

** 08:00 - 16:00
** 09:00 - 17:00
** 12:00 - 20:00
** 14:30 - 22:30

გრაფიკი: 5/2 (5 სამუშაო დღე, 2 დასვენება)
სამუშაო საათები: დღეში 8 საათი
ანაზღაურება: 1100+ ლარი გადასახადების გარეშე (გამოცდილების მიხედვით)

ადგილმდებარეობა

თბილისი:

** ვეკუას 3ა (ბაზარი ორბელიანი)
** ჭავჭავაძის გამზირი 43
** ვაჟა-ფშაველას 70 (City Mall)
** ბარბარე ბაირამაშვილის N3 (რადიო ქალაქი)

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@foodgood.ge

Subject-ში მიუთითეთ პოზიცია: "მზარეული"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია