|
დასახელება:
ხარჯთაღმრიცხველი
|
| მომწოდებელი:
დეტექტი
|
|
გამოქვეყნდა: 24 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
სახანძრო უსაფრთხოების კომპანია "Detect" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: 3000ლ
პასუხისმგებლობები:
** პროექტების დეტალური ხარჯთაღრიცხვების შედგენა, ბიუჯეტირების პროცესში აქტიური მონაწილეობა და ფინანსური ანალიზი;
** მასალებისა და სამუშაო რესურსების ღირებულებების მოკვლევა და შეფასება;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამის პროცესებში მონაწილეობა;
** ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
** შესრულებული სამუშაოების მიხედვით ფორმა #2 შედგენა;
** სამშენებლო მასალების ჩამოწერის აქტების შედგენა;
** პროექტების მიმდინარეობისას ხარჯების მონიტორინგი და ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საინჟინრო, სამშენებლო ან ეკონომიკური მიმართულებით);
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ძლიერი ანალიტიკური უნარები და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.
კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
** CV-ის განხილვა;
** გასაუბრება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ხარჯთაღმრიცხველი"
|
|
|
|