Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709819&print=yes&view=jobs
 
პროფესორი - მედია და კომუნიკაცია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროფესორი - მედია და კომუნიკაცია
მომწოდებელი: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
ა (ა)იპ "ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი" აცხადებს ღია კონკურსს პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შემდეგი მიმართულებით: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

მიმართულება: მედია და კომუნიკაცია

პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად განისაზღვროს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა (გამოქვეყნებული
** ნაშრომები/სტატიები);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ზეპირი და წერილობითი);
** საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.

"უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის" 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით აკადემიური პერსონალის შერჩევა შესაძლოა განხორციელდეს პროფესიული ნიშნითაც.

კონკურსის ჩატარების ვადები:

** საბუთების მიღება - 2026 წლის 19 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით
** კანდიდატებთან გასაუბრება - 27-28 აპრილს

კონკურსში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:

** რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგისთვის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი, ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძვლად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ დოკუმენტაცია გამოგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@gipa.ge. გთხოვთ, დოკუმენტაციის გამოგზავნისას, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ აკადემიური თანამდებობა და მიმართულება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია