Робота для біженців з України
სასტუმროს საოპერაციო მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასტუმროს საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს ყოველდღიური ოპერაციების კოორდინაცია და კონტროლი
** სხვადასხვა დეპარტამენტის (რეცეფცია, ჰაუსქიფინგი, ტექნიკური სამსახური და სხვა) საქმიანობის მართვა და ზედამხედველობა
** მომსახურების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესებაზე მუშაობა
** პერსონალის მუშაობის შეფასება, გადამზადება და მოტივაცია
** სტუმრების საჩივრებისა და პრობლემების ეფექტური გადაწყვეტა
** საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის ზრდა
** უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა
** ხელმძღვანელობასთან რეგულარული ანგარიშგება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის ან მონათესავე სფეროში
** სასტუმროს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** სასტუმროს ოპერაციების მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** ინგლისური ენის ცოდნა
** სასტუმროს მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება

აუცილებელი უნარები:

** ლიდერობის და გუნდის მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის და პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებისა და სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე