Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709801&print=yes&view=jobs
 
HR რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR რეკრუტერი
მომწოდებელი: იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია "ჯინო ჰოლდინგის" შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

"იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას HR რეკრუტერის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

** რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა: ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების შერჩევა, ინტერვიუების ჩატარება და შერჩევის პროცესის კოორდინაცია
** თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვაში მხარდაჭერა
** HR ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება (შრომითი ხელშეკრულებები, შიდა რეგულაციები, ბრძანებები და სხვა)
** ხელფასების ადმინისტრირების პროცესის მართვაში მხარდაჭერა
** თანამშრომელთა ტრენინგებისა და განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება
** სასწავლო და განვითარების პროგრამების დაგეგმვა და ორგანიზება
** თანამშრომელთა შესრულების შეფასების პროცესში მონაწილეობა
** შიდა კომუნიკაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარებაში აქტიური ჩართულობა
** შრომის კანონმდებლობის შესაბამისად HR პროცესების უზრუნველყოფა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მონათესავე სფეროში
** HR მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)
** ინგლისური ენის ცოდნა

კომპანია გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
** კვებისა და სამედიცინო დაზღვევის უზრუნველყოფას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია