Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709778&print=yes&view=jobs
 
სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: მინთი მარკეტი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
შპს "მინთი მარკეტი" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქცელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. მაღაზიის ადმინისტრატორი

გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ, მაღაზიის ადმინისტრატორს რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალის სერვისის, დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებას.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში შემოსული პროდიქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის FIFO (ვადით ახალი პროდუქცია დახლზე/თაროზე იდება ნაკლები ვადის მქონე პროდუქტის უკან) სტანდარტით განლაგების უზრუნველყოფა
** გასაყიდი ფასის ცვლილებების შემთხვევაშუ ახალი ფასმაჩვენებლების დროულად შეცვლის უზრუნველყოფა
** დარბაზში პროდუქციის ვადების კონტროლის და ვადაგასული პროდუქციის დახლიდან/თაროდან დროულად აღების უზრუნველყოფა
** პროდუქციის გეგმიურ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება და სწრაფი ინვენტარიზაციის წარმოება.
** სალარო ოპერაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერი სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რეკორდულად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება
** სასურველია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** სასურველია სალარო ოპერაციების წარმოების გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: 15 სამუშაო დღე, 09:00-18:00-მდე ან/და 18:00-02:00-მდე (ღამით თანამშრომლის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
ანაზღაურება: 1100.00 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპენსიო დანაზოგის ჩათვლით)

2. უმცროსი ბუღალტერი

გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ, უმცროს ბუღალტერს რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალის სერვისის, დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბანკო ოპერაციების წარმოება
** სალარო და საბანკო ოპერაციების პროგრამაში გატარება
** საგადასახადო პორტალ RS.GE-ზე მუშაობა, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების მიღება-გამოწერა
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორიენტირებული დეტალებზე
** დროის სწორად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** სხარტი და მოქნილი აზროვნება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Oris.ge-ის ცოდნა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00-მდე
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაკე, გაბაშვილის ქუჩა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1875 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით)

3. კატეგორიის მენეჯერი

გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ, მაღაზიის კატეგორიის მენეჯერს რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალის სერვისის, დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებას.

ძირითადი მოვალეობები:

** ​​მომწოდებლებთან კომუნიკაცია
** ​​კატეგორიის ფარგლებში არსებული პროდუქციის ფასების/რაოდენობების კონტროლი და დროული შეკვეთების გაკეთება გაყიდვების მიხედვით
** ​გაყიდვადი და არა გაყიდვადი პროდუქციის ანალიზი და კონტროლი
** დაგეგმილი და დაუგეგმავი ინვენტარიზაციებში მონაწილეობის მიღება
​** ხელმძღვანელობის ბრძანებებისა და მითითებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** აუცილებელია საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

პირობები:

** სამუშაო საათები: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00-მდე
** ანაზღაურება: 1500.00 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპენსიო დანაზოგის ჩათვლით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ მითითებულ მეილზე: aurasova14@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 598 77 09 67
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია