Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709749&print=yes&view=jobs
 
არეა მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არეა მენეჯერი
მომწოდებელი: Wilbour Holding
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
Wilbour Holding-ის მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (Giggles, Giggles Concept, IZIPIZI, MessyWeekend, Ø Store), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop Hotel), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

Wilbour Holding-ში შემავალ საცალო გაყიდვების კომპანიაში გვაქვს არეა მენეჯერის ვაკანსია.

სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
გრაფიკი: 10:00-19:00 / 13:00-22:00
სახელფასო განაკვეთი და ბენეფიტები: თვიური ფიქსირებული 1800 ლარი, მუნიციპალური ტრანსპორტის სააბონიმენტო ბარათი
ძირითადი სამუშაო ადგილი: ზურაბ ავალიშვილის #12

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციისა და სამუშაო სივრცის მონიტორინგი, სტანდარტების კონტროლი თბილისის ობიექტების სრული მასშტაბით (City Mall Saburtalo, City Mall Gldani, Galleria Tbilisi, Tbilisi Mall, East Point), სათანადო რეპორტინგი
** თანამშრომელთა დისციპლინის მონიტორინგი, მათ მიერ წესების დაცვის კონტროლი; თანამშრომელთა შეფასება, მხარდაჭერა და დატრენინგება
** ობიექტებზე არსებული პროდუქციის კონტროლი და მატერიალური პასუხისმგებლობა მარაგებზე; პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცედურების მართვა, ინვენტარიზაცია
** გაყიდვების გეგმის ანალიზი და შესრულების რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
** მომხმარებელთა გამოცდილებასა და მათი მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა
** თანამშრომელთა სამუშაო განრიგის დაგეგმვა და მოდიფიკაცია, საჭიროებისამებრ
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით სწორად განხორციელების უზრუნველყოფა
** ფასდაკლებებისა და ფრომოუშენების მართვა, მათი შესრულების პროცესზე ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარები
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია