Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=709719&print=yes&view=jobs
 
შერჩევის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შერჩევის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 23 მარტი / ბოლო ვადა: 23 აპრილი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: https://www.ch.ge/

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" აცხადებს ვაკანსიას შერჩევის მენეჯერის პოზიციაზე.

** მასობრივი შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
** რეკრუტინგის სტრატეგიის შემუშავება და ვაკანსიების გამოქვეყნება შესაბამის პლატფორმებზე;
** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა წყაროს გამოყენებით (Jobs.ge, LinkedIn, სოციალური ქსელები, რეფერალები);
** CV-ების განხილვა და კანდიდატების პირველადი სკრინინგი;
** კანდიდატებთან კომუნიკაცია და პროცესის მართვა;
** კომპეტენციებზე დაფუძნებული ინტერვიუების ჩატარება და კანდიდატების შეფასება;
** ახალი თანამშრომლების Onboarding პროცესის ორგანიზება;
** Employer Branding აქტივობების დაგეგმვაში და განხორციელებაში მონაწილეობა;
** რეკრუტმენტის მეტრიკების მონიტორინგი;
** შერჩევის პროცესის მუდმივი გაუმჯობესება;
** რეკრუტინგის ანალიტიკისა და ანგარიშების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 + წლიანი გამოცდილება რეკრუტმენტში
** მასობრივი შერჩევის გამოცდილება სავალდებულოა
** დიდი მოცულობის ვაკანსიების მართვის უნარი
** ინტერვიუირების ტექნიკების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** HR სისტემებთან და MS Office-თან მუშაობის გამოცდილება

დამატებითი უნარები:

** კარგი კომუნიკაციის/მოლაპარაკების უნარი;
** პასუხიმგებლიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "შერჩევის მენეჯერი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლი"ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია