|
დასახელება:
სოციალური მედიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
TV 36
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
"TV 36" ეძებს ადამიანს, რომელიც ჩვენი სოციალური მედიის კონტენტს სრულად ჩაიბარებს.
ჩვენ გვჭირდება ვინმე, ვინც იცის პოლიტიკური დღის წესრიგი და პასუხისმგებელია იმაზე, თუ როგორ მივა ჩვენი სათქმელი აუდიტორიამდე.
რას ნიშნავს ეს:
** შენ განსაზღვრავ, რა, როდის და როგორ დაიპოსტება.
** ვიდეო-კონტენტის მომზადება: ეთერიდან საინტერესო მომენტების ოპერატიული დამუშავება.
** კომუნიკაციის სტრატეგია: რთული პოლიტიკური თემების გასაგებ კონტენტად ქცევა.
** თანამშრომლობა დიზაინერებთან: ვიზუალური კონტენტისთვის დავალებების (ბრიფების) მომზადება.
** გვერდის აუდიტორიასთან აქტიური ინტერაქცია.
რა უნდა გქონდეს:
** გამოცდილება (სოც. მედიის მართვაში).
** უნდა გესმოდეს, რა ხდება ქვეყანაში.
** გამართული და გასაგები წერა (თუ მანამდე ტელევიზიაში გიმუშავია, შენი შანსები ბევრად მეტია).
პირობები:
** სრული განაკვეთი, ჩვენს ოფისში.
** კონკურენტული ანაზღაურება.
მზად ხარ? გამოგვიგზავნე CV მეილზე: info@tv36.ge და იმ გვერდების ლინკები, რომლებსაც მართავდი/მართავ.
Subject: SMM - TV 36
|
|
|
|