|
დასახელება:
კორპორატიული გაყიდვების წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
InLogistics
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 23 აპრილი
|
InLogistics არის 3PL (Third Party Logistics) კომპანია, რომელსაც გააჩნია A Class-ის სასაწყობო მეურნეობა სრული სერვისით, ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს საწყობის მართვას, შეკვეთების დამუშავებას (unit & box picking) და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციას საქართველოში. ჩვენი მიზანია ბიზნესებისთვის ოპერაციების გამარტივება და მასშტაბირებადი ლოგისტიკური სისტემების შექმნა.
სამუშაოს აღწერა:
** პოტენციურ კლიენტებთან ან/და უკვე ბაზაში არსებულ კომპანიებთან კომუნიკაცია და მოზიდვა
** კომპანიებთან პირველადი მოლაპარაკებების წარმოება
** მომსახურების შეთავაზება, სერვისების აღწერა და პრეზენტაციის გაგზავნა
** შეხვედრების დაგეგმვა პოტენციურ კლიენტებთან
** სატელეფონო და ელექტრონული ფოსტით კომუნიკაცია
** გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა და გეგმის შესრულება
** კომპანიის მომსახურების (პროდუქტების) ზედმიწევნით ცოდნა
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ახალი კურსდამთავრებული)
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით (სასურველია)
ენების ცოდნა:
** ქართული (მშობლიური)
** დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესობად
კომპიუტერული პროგრამების ფლობა:
** MS Outlook
** MS Word
** MS Excel
პიროვნული უნარები და მახასიათებლები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** მოტივირებული
** შედეგზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** კომუნიკაბელური
** დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** განვითარებაზე ორიენტირებული
** შეფასების და ანალიზის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე: j.lominadze@inlog.ge და მიუთითეთ მეილის subject-ში ვაკანტური პოზიციის დასახელება.
|
|
|
|