|
დასახელება:
ინგლისური ენის მასწავლებელი
|
| მომწოდებელი:
ინგლისური ენის სწავლების ცენტრი INT
|
|
გამოქვეყნდა: 23 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
ინგლისური ენის სწავლებისა და ტრენინგ ცენტრი აიენთი (მდებარეობა - ბათუმი) აცხადებს კონკურსს ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ პროფესიონალ მასწავლებლებს, რომელთა პრიორიტეტია მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და მუდმივი პროფესიული განვითარება.
კვალიფიკაცია:
** ბაკალავრის/მაგისტრის ხარისხი ინგლისურ ფილოლოგიაში/ინგლისური ენის პედაგოგიკაში
** სასურველია მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალურობა
** გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევა
** კრეატიულობა
პირველ ეტაპზე კონკურსანტები შეირჩევიან CV-ის მიხედვით. მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის საფუძველზე.
სამუშაოს დაწყების პერიოდი: 17 სექტემბერი, 2026 წელი
დაინტერესების შემთხვევაში, 10 აპრილამდე გამოგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: qetevansharashidze@gmail.com და გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ინგლისური ენის მასწავლებელი დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|